07.აგვისტო .2020 00:00

თემქის მოსახლეობა რამდენიმე წუთის წინ აფეთქებას გადაურჩა - "თბილისი ენერჯი"

views 2009
უკან

რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე - 114 შეტყობინება შევიდა, რომ თემქის მე-11 მიკრო რაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ, ძლიერი დაგაზიანება აღმოჩნდა მთელს სადარბაზოში. გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

"აღმოჩნდა, რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყოდა სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა კი აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას.კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

თბილისი ენერჯი კატეგორიულად გაფრთხილებთ სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს"-აცხადებენ კომპანიაში. 

თბილისი ენერჯი მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეატყობინა კომპანიას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა