მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემქის ტყე-პარკის ტენდერში გამარჯვებული ცნობილია - ობიექტი 35.7 მლნ ჯდება

5f96bca206d57
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.20 16:18
2965
თბილისში თემქის ახალი ტყე-პარკის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საბა კონსტრაქშენია", შესაბამისი გადაწყვეტილება მერიის სატენდერო კომისიამ უკვე მიიღო. 

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომპანია ახალ ტყე-პარკს 35,709,577 ლარად ააშენებს, რაც მერიის მიერ გამოცხადებულ თავდაპირველ შესასყიდ ფასთან შედარებით 8,927,393 ლარით ნაკლებია.      

ამავე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის მთავრობას ახალი რეკრეაციული ობიექტის მშენებლობას ამაზე 1.2 მილიონით დაბალ ფასში კომპანია "ენსისი" სთავაზობდა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მშენებლობა თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება. როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თემქის ხევის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ.