30.მაისი .2020 19:50

თემურ ჭყონია – "საქართველოში მდიდრები არ არიან..."

views 845
უკან

სამწუხაროდ, საქართველოში მდიდრები არ არიან, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას ისაუბრა.

„ხშირად ამბობენ, რომ პანდემიის დროს მდიდრები უფრო მდიდრდებიან, მართალიც არის. სამწუხაროდ, საქართველოში მდიდრები არ არიან და აქედან გამოდინარე ვერ გამდიდრდებიან. ეს თემაც მოგონილია რომ დიდი ბიზნესი და რაღაც...“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

კითხვაზე რას ვეძახით მდიდრებს საქართველოში, ბიზნესმენი ამბობს, რომ ალბათ იმათ, რომელთაც ჰყავთ მანქანა, აგარაკი, და აქვთ რაღაც თანხა, – „ის, რომ ქვეყანა შეცვალონ, მაგის თავი არ აქვთ“, – დასძინა თემურ ჭყონიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მდიდრების როლი არის გადამწყვეტი, „ოღონდ სწორი გაგებით“.

„არსებობს კატეგორია ადამიანების საქართველოში, რომელიც თავის თავს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ფულს. მაგრამ სამწუხაროდ, ის თავის თავს მაღლა რომ აყენებს, იმას გაცილებით დიდი პრეტენზია აქვს ქონებაზე და ძალაუფლებაზე, ვიდრე ის ადამიანები, ვის წინაშეც ეს პრეტენზიაა. ის უფრო პრეტენზიულია ქონებების მიმართ, კეთილდღეობის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა უფულოდ“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.