მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია ბიძინა ივანიშვილზე: "წასვლა უფრო მაგარი მაშინ იქნებოდა..."

600d3f1ddb14c
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.21 16:20
6396
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უფრო “მაგარი” იქნებოდა, თუ ის განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა. ამის შესახებ ჭყონიამ გადაცემა “ფორბს კვირაში” განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს ასე უფრო დიდი კვალის დატოვება შეეძლო ისტორიაში.

“უფრო მაგარი წასვლა იქნებოდა, წასვლის წინ რომ განმეორებითი არჩევნები დაენიშნა. უფრო დიდ პოლიტიკურ კვალს დატოვებდა საქართველოს ისტორიაში, რადგან თემა არის ასეთი: ის დიდი პროცენტები, რაც მმართველმა პარტიამ მიიღო, ძირითადად იყო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. სხვა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ რეიტინგი, მარამ ისეთი არა.

სხვათა შორის, ძალიან კარგად თქვა ინტერვიუში – აი, მე ყველაფერი შეგიქმენით და თუ მაგრები ხართ, დამატკიცეთო. ჰოდა, დაამტიცონ”,– ამბობს თემურ ჭყონია.