მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია ბიუროკრატიაზე: „პარლამენტის დერეფანში დაცვით დადიან, ეს წარმოუდგენელია“

60d1d01a17edd
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.21 00:00
3011
სჭირდება თუ არა ეკონომიკის მინისტრს 7 მოადგილე - BM.GE-ის ამ კითხვას ბიზნესმენი თემურ ჭყონია ასე პასუხობს: „საქართველოს ასეთი მცირე ტერიტორიით, ეკონომიკით, წარმოებით... არ სჭირდება“.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებში კადრებს 60%-ით შეამცირებდა და მართვას ახალი ტექნოლოგიებით განახორციელებდა.

„60%-ს შევამცირებდი და გადავიყვანდი ახალ ტექნოლოგიურ მართვაზე. გაცილებით იაფი ღირს, გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ამდენი ხალხის მოვლა-შენახვა და ა.შ. ახალი ტექნოლოგიების დანერგვით პანდემიის დროს ბევრმა ქვეყანამ უშველებელი მოგება ნახა. ჩვენთან კი ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება. წარმოუდგენელია პოლიტიკოსებს ემსახურებათ მძღოლები, დაცვა, პარლამენტის დერეფანში დაცვით დადიან - ეს წარმოუდგენელია.

რამდენიმე ადამიანი უნდა იყოს, შემცირებული ბიუროკრატია, შემცირებული ამბიციით და ნუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ცხოვრება მათით იწყება და მათით მთავრდება“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.