მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: ბიუროკრატიული ბარიერების გამო ხანდახან ინვესტირების სურვილი გვეკარგება

5fb8d2e7b87b9
ლიკა გურაბანიძე
22.11.20 00:00
1190
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, „მაკდონალდს საქართველოს“ შემდეგი 4 წლის განმავლობაში 60 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება შეუძლია.

როგორც ბიზნესმენმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში თქვა, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მისი კომპანიები 2020 წელს გაზრდილი ფინანსური მაჩვენებლებით დახურავს. „კლება არც განიხილება“, - აღნიშნა ჭყონიამ.

„ახალი მთავრობა ავირჩიეთ 4 წლით... რა შესაძლებლობები აქვს "მაკდონალდსს" ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ინვესტირების? - 4 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, 60 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ ჩვენს განცხადებას მთავრობა მაგრად უნდა ჩამოეკიდოს და გვითხრას - მათ რა შეუძლიათ ამ ხნის განმავლობაში, რომ გაგვიკეთონ და ამაზე უნდა დაიდოს ხელშეკრულება, იმიტომ, რომ 4 წელიწადში 60 მლნ ლარი უშველებელი თანხაა“, - ამბობს თემურ ჭყონია.

ამასთან, ინვესტიციების და ინვესტორების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე საუბრისას, ბიზნესმენმა თქვა, რომ „მაკდონალდსის“ ახალი ფილიალების გახსნა კი გეგმაში აქვს, მაგრამ ბიუროკრატიული ბარიერები, რომელსაც აწყდება, ხშირად ინვესტირების სურვილს უკარგავს.

„იმხელა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა და მოგვარება გვიწევს, რომ ახალი რესტორნების გახსნის დეტალებზე შეთანხმებას წლები ვუნდებით და ხანდახან სურვილიც გვეკარება... ვფიქრობ, როდესაც ადამიანი შრომისთვის მზად არის, მას შრომის პირობები უნდა შეუქმნა და არა - ბარიერი, რომ გეგმები ბოლომდე განახორციელოს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.