10.სექტემბერი .2019 15:12

თემურ ჭყონია ეროვნული ბანკის ახალ ოფისზე: რას აკეთებს? 50 მლნ-იანი ოფისი ბილ გეითსს არ აქვს

views 631
უკან

„ახლა გავიგე, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 50 მლნ-ად აკეთებს ოფისს. ვფიქრობ, რომ ოფისი არ სჭირდება, მაგას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები. 50 მლნ-იანი ოფისი ბილ გეითსს არ აქვს. რას აკეთებს? ფული მას არ აქვს შესანახი და ოქრო, რად უნდა ეს 50 მლნ-იანი ოფისი? ამიტომ გააკეთოს 500-დოლარიანი ოფისი ან იქირაოს სადმე ფართი,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ლარის კურსის და სებ-ის პოლიტიკის შეფასებისას განუცხადა.

ჭყონიას აზრით,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მხოლოდ საბანკო რეგულაციებზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება.

„თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მხოლოდ ბანკების რეგულაციებს აკეთებს და ლარის კურსს არ მიჰყვება, შესაძლოა, უცხოეთში აუდიტორული კომპანია დავიქირავოთ, რადგან  რეგულაციებს აუდიტორული კომპანია უფრო განახორციელებს, ვიდრე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", - განაცხადა ჭყონიამ.

ამასთან, ბიზნესმენმა გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის მთავარ გამოწვევად ლარის კურსი დაასახელა და აღნიშნა, რომ გახარიამ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, პირველ რიგში, ეს თემა უნდა განიხილოს.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკი მალე ადგილმდებარეობას შეიცვლის და 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს. ახალი სათავო ოფისი ცირკისა და ყოფილი რესტორან "არაგვის" შენობებს შორის, 8 779 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსდება, რომელიც სებ–მა 2019 წლის 26 ივლისს შეიძინა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა