"არა მარტო მე, იმ უამრავ ბიზნესმენს, რომელთაც ვიცნობ და ვესაუბრები, ჩვენ გვაკლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ნდობა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან ლარის გაუფასურების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას განუცხადა.
ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია.
"ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ არის მიმართული ბიზნესის განვითარებისთვის. სებ-ი თავის მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ბიზნესის განვითარებასთან თანხვედრაში არ არის. სებ-ის პრეზიდენტს თავისი ვალდებულება აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რა აქვს და რომელიც ბიზნესთან ურთიერთობაში კავშირში საერთოდ არ არის. სამწუხაროდ, სებ-ის პრეზიდენტს ეს არც აინტერესებს, ბიზნესს რაიმე უჭირს, თუ - არა. მე არც ვიცი, რა როლი აქვს მას ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
რას ვგულისხმობ? - ხან რეფინანსირებას (განაკვეთს) ზრდის, ხან აკლებს, ამით არასტაბილურ სიტუაციას ქმნის. გრძელვადიან, ერთწლიან პროგრამას ვერ ვადგენთ ჩვენ. სებ-ის პრეზიდენტი ბიზნესს აჩვევს და მას ასე ჰგონია, რომ აჩვევს, რომ სხვადასხვა კურსი არის სტაბილური - ჯერ 2.80 ლარი (1 აშშ დოლარის ღირებულება) რომ იყო და 3.00 გახდა, თქვა, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სტაბილურობას და სტაბილური რომლი ციფრია, არ ვიცით. რა არის ეს სტაბილურობის მაჩვენებელი?
და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს ტურიზმი, ბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის, ეკონომიკის განვითარება, სამეზობლოში სტაბილური ეკონომიკა, ე.ი სამოთხე ჩამოგვიყალიბა - ირგვლივ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური და ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ფუნქციასაც კარგავს... სამი მილიარდი შევაგოვეთო და ნელ-ნელა დავიწყეთ ამის ინვესტირებას ბიზნესშიო და არ ჩანს.
მთავარი კითხვაა, როცა ეროვნული ბანკი რეზერვებიდან 20 მილიონ აშშ დოლარს ყიდის, ან 40 მილიოინს, არავის დაუსვამს კითხვა: რატომ 20 და არა - 30, ან 15? რა ფორმულით ყიდის?
აქედან გამომდინარე, მთავარი რა არის? - ნდობის ფაქტორია უმნიშვნელოვანესი და ეს არ არსებობს. 35 წელია ბიზნესში ვარ, საქართველოს ყველა ბიზნესმენს ვიცნობ და ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არის ერთი რამ, რომ სებ-ის პრეზიდენტს არ ენდობა ქართული ბიზნესი, იმის გამო, ის ბიზნესის განვითრებას ხელს ეს არ უწყობს", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და მიმდინარე წელს ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება