მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: ინტერვიუებში ჩვენ ვიცლებით, თორემ არავინ გვისმენს...

5e18422682d07
ლევან თაღიაშვილი
10.01.20 13:38
1561
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ზონები, სადაც სახელმწიფოს ტურისტული სექტორის განვითარება სურს და ჯერჯერობით იქ სასტუმროებს დიდი შემოსავალი არ აქვთ, გადასახადებისგან უნდა განთავისუფლდნენ.

მისი თქმით, სასტუმროებს გადასახადების გადახდის შემდეგ თავად არაფერი რჩებათ და ეს მათს განვითარებას აფერხებს. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ხშირად საუბრობს ინტერვიუებში, თუმცა ამას შედეგი არ მოაქვს.

„ეს ინტერვიუები და საუბრები ჩვენ გვცლის, თორემ არავინ გვისმენს. სეზონი რომ მთავრდება და სასტუმროები ბიუჯეტში გადასახადს იხდიან, მათ სახელმწიფო არ ეკითხება: ჩვენ რომ გადაგვიხადე, ვთქვათ 100 000, დაგრჩათ თუ არა თავად რამე? როგორც წესი, სასტუმროებს აღარაფერი აღარ რჩებათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ წყალტუბოში, ქობულეთში, აბასთუმანში და სხვა ზონებში სადაც განვითარება გვინდა, სასტუმროები გადასახადებისგან უნდა გავათავისუფლოთ“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.