როგორც ცნობილია, სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან ბიზნესისათვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა, ხოლო მოსახლეობისთვის 3.5 თეთრით. როგორც ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ და „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, ტარიფის ზრდის გამო მათი ხარჯები 1,6 მილიონი ლარით გაიზარდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას ვერ ეწევა და საჭიროა იმპორტი, ბიზნესმენი თვლის, რომ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ჰესების საწინააღმდეგო განწყობებია, თემურ ჭყონია მთავრობას მოქალაქეებთან სწორი და დროული კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.
„ცოტა არაპოპულარული უნდა ვიყო ამ შემთხვევაში... ბევრი ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობას უშლის ხელს, რაც არ არის სწორი. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, თუ არ გადალახა მთავრობამ ეს თემა და შიშით უყურა ყველაფერს, წინ ვერ წავალთ. სანამ მშენებლობას იწყებ, რომ მოუნდე 2 წელიწადი, მოლაპარაკებებზე უნდა მიხვიდე, იმ ხალხს ისეთი თემა შესთავაზო, რაზეც უარს ვერ იტყვიან. ის, რომ მიდიხარ, როცა ღამე სძინავს ადამიანს და დილით გაიღვიძებს და ტრაქტორები გუგუნებს და არაფერს ეკითხები, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ამაზე პროტესტს გამოხატავს.
მეგობრებო, ქვეყნის დაპყრობა ელექტროენერგიითაც შეიძლება და წყლითაც. აუცილებელი არ არის ტანკი შემოვიდეს. თუ ერთ ადგილზე არის ჩვენი გამოსართავი, გამოგრთავს და დაპყრობილი არა ხარ თუ სიბნელეში იჯექი?! მეტი რაღა უნდა დაგიპყროს“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?