მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: მენტალურად ვერ გადავკეთდით

5f8d5382010c6
თათია ჩაფიჩაძე
19.10.20 19:15
2470
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, „საქართველოს ეკონომიკა ახლა არის ძალიან სუსტი და ძალიან ღარიბი”. ასეთი შეფასება ბიზნესმენმა იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ე.წ. „ლოქდაუნის“ განმეორების შესაძლებლობას შეეხებოდა. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ცალმხრივად ისევ ბიზნესის შეზღუდვა არასწორი იქნება.

რაც შეეხება წინასაარჩენო პერიოდის ასახვას კერძო სექტორის მოლოდინებსა და გეგმებზე, თემურ ჭყონიას შეფასებითვე, „პროცესი წყნარად მიდის“.

„იმ დაძაბულობას, რასაც ველით ხოლმე წინასაარჩევნოდ, ასეთი დაძაბულობა არ არის. წყნარად მიდის პროცესი… ბოლოში როგორ გახურდება, არ ვიცი. რაც შეეხება არსებულ ბიზნეს-გარემოს, საქართველოს ეკონომიკა ახლა არის ძალიან სუსტი, ძალიან ღარიბი, ძალიან გაჩერებული, ამაზე ქვევით წასვლა ძალიან რთულია, რადგან ის სტრესები, რაც ახლა ჰორეკა სექტორშია, ტურიზმს აქვს, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?! 80% დახურულია და რაც მუშაობს, ისიც ურთულეს სიტუაციაშია.
ეს ყველაფერი მარტო პანდემიის ბრალი არ არის, მეორე მომენტია ის, რომ მენტალურად ვერ გადავკეთდით, სულ რაღაცას ველოდებით და რას ველოდებით ჩვენ თვითონ არ ვიცით; მოლოდინებს თავი უნდა დავანებოთ და შეტევაზე გადავიდეთ. როგორც უორენ ბაფეტმა თქვა, კრიზისის პერიოდში ტუალეტის ქაღალდი კი არა, ფასიანი ქაღალდები უნდა ვიყიდოთ; კი არ უნდა ავყვეთ კრიზისს, არამედ დავძლიოთ და დაძლევა მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლია. რა ენერგიასაც ლოდინში ვხარჯავთ, ის რომ საქმეს მოვახმაროთ, აჯობებს”, - აცხადებს ბიზნესმენი.

ცნობისთვის: ე.წ. „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში covid-19-ის ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა, თუმცა მთავრობა ირწმუნება, რომ ჯერჯერობით, ეკონომიკის ისევ დაკეტვას არ გეგმავენ.