ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა კონფრონტაციით ვერ გაიზრდება. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
„ეკონომიკის ზრდა არ შეიძლება კონფრონტაციით, ზიზღით, გაუტანლობით, უპატივცემულობით; ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ვერ გაგვირკვევია, რა გზას დავადგეთ - პოლიტიკურ კრიზისში ჩავერთოთ თუ ეკონომიკური კრიზისის მოგვარებაში. ფაქტობრივად, ორმოში ვართ, თხრას ვაგრძელებთ და ამოსვლის გზებს არ ვეძებთ", - აღნიშნა ჭყონიამ.
ბიზნესმენი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების 24-საათიან ბოიკოტს და საპროტესტო გამოსვლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მათ მომავლის იმედი უნდა მისცეს.
„ის ბიზნესმენები, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, საქართველოში 30 წლის განმავლობაში ქმნიდნენ ბიზნესს, რომელიც არცერთი მთავრობის პროგრამაში არ იდო. ეს იყო დამოუკიდებელი ხალხი, რომელმაც თავის დროზე საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები ძალიან სწორად გაიგო და შექმნა საქართველოს ეკონომიკა. ვფიქრობ, ნებისმიერი მთავრობა - დღევანდელი, წარსული, მომავალი ვალდებულია, ამ ბიზნესმენებს ვალი დაუბრუნოს იმ უზარმაზარი შრომით და შექმნილი ეკონომიკით, რომელიც ქვეყანაში არსებობს. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო რესტორატორების მიმართ, რადგან მათ შექმნეს აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა საქართველოში, რომელიც თავისი ნიჭით, ფინანსებით და რისკით იყო შექმნილი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
თემურ ჭყონიას იმ საერთაშორისო კომპანიების მაგალითები მოჰყავს, რომელსაც თვითონ წარმოადგენს და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში სახელმწიფომ ბიზნესს მომავალი უნდა დაანახოს. ის თვლის, რომ ამ პროცესში მთავარია, მონდომება და არა - ფინანსური რესურსი, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება არ ჰქონდეს.
"მაგალითისთვის გეტყვით, რომ პანდემიის პერიოდი როცა დაიწყო, უდიდესმა კომპანიებმა, რომელთა ფრენჩაიზი ჩვენ გვაქვს, დაგვირეკეს და ჩვენს ბიზნესს რა გადასახადებიც ეხება, 1 წლით შეგვიმცირეს... მთავრობამ მომავლის გრძნობა უნდა გაუჩინოს ადამიანებს. უთხარით, რომ დღეს გვიჭირს, არ შეგვიძლია სუბსიდირება, მაგრამ როდესაც გაიხსნებით, თქვენი გადასახადები შემცირებული იქნება 40%-60%-ით. ახლა კი, ვსხედვართ, არ ვიცით დღეს რა გავაკეთოთ და მომავალიც არ ვიცით... თავისუფლად შეიძლება ძალიან სწორი ფინანსური მოდელი ჩამოაყალიბო თითოეული მათგანისთვის (ბიზნესისთვის). ფინანსურ რესურსზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია მონდომების რესურსზე", - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ საკითხების გადასაწყვეტად "ინტელექტუალური კოალიცია გვჭირდება".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ