მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმრო საკარანტინე სივრცედ დათმოს

5e78df1f19aa3
დავით ჯალაღონია
23.03.20 20:10
14249
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მისი სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti მთავრობას, საკარანტინე სივრცედ დაუთმოს. ამის შესახებ ჭყონიამ BM.GE-ისთან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასტუმროების ინდუსტრიის შესაძლებლობებზე საუბრისას განუცხადა.

"არავითარი პრობლემა არ არის, თუ ქვეყანას დასჭირდება, ამ თემის წამოწევა.

მე ვსაუბრობ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. ჩვენ, ყველა პროცესი, რასაც პროფესიონალები სამედიცინო დასკვნებიდან გამომდინარე გვთავაზობენ, უნდა გავითვალსიწინოთ. არ უნდა იყოს კერძო შეხედულებები რაღაცეებზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ის ცოდნა, რაც მათ აქვთ", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სასტუმროების ინდუსტრიას უკვე მიმართა და მათ შექმნილი ვითარების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. მინისტრის პროგნოზით, საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაორმაგდება.