მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: რეალიზაციის კუთხით კლება გვაქვს, მაგრამ არა - კატასტროფული

5e79b40a81c60
დავით ჯალაღონია
25.03.20 09:45
1337
ბიზნესმენი თემურ ჭყონია "კოკა-კოლასა" წარმოებაზე და "მაკდონალდსის" ქსელში კორონავირუსის გავრცელების გავლენაზე საუბრობს.

როგორც მან BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ამ გლობალური პრობლემის ბიზნესზე გავლენების შესაფასებლად, ცოტა დროა გასული, თუმცა რეალიზაცის მოცულობა გარკვეულწილად შემცირდა.

"ძალიან მოკლე პერიოდია გასული. ყოველდღიურად, რეალიზაციის კუთხით კლება გვაქვს, მაგრამ არა - კატასტროფული, მაგრამ ეს ლარის კურსი, სერიოზულ, დიდ ზარალს გვაყენებს. ეს რაც შეეხება "კოკა-კოლას".

"მაკდონალდსი" მთლიანად ადგილზე მიწოდების სერვისზე გადაერთო. Glovo და Wolt-ი არაჩვეულებრივად მუშაობენ. ყველა სანიტარულ ნორმებს იცავენ, უფრო მეტს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო.

იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, ჯერ ფეხზე ვდგავართ", - განაცხადა ჭყონიამ.