მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: როგორ შეიძლება, ყველა თანაბარ გადასახადს იხდიდეს?

5f53385c60ad8
ინგა მურუსიძე
05.09.20 11:34
5062
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ არ შეიძლება მთელ ქვეყანაში ყველას ერთნაირი/თანაბარი გადასახადი ჰქონდეს.

ჭყონიამ „საქმიანი დილის“ რუბრიკა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას საოჯახო სასტუმროების მაგალითზე თქვა, რომ საგადასახადო დიფერენცირების მომხრეა. 

"მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, გადასახადის დიფერენცირებაზე მქონდა სერიოზული დისკუსია, რაღაცაზე ამყვნენ, მაგრამ მერე თქვეს, რომ რთული შესასრულებელი იყო... მაშინ შეიძლება მართლა წარმოადგენდა სირთულეს ადმინისტრირება, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიების დროს როგორ შეიძლება ადმინისტრირების სირთულეზე ისაუბრო? რა ისეთი დიდი შემოსავალი უნდა მოგცეს საოჯახო სასტუმრომ, რომ სახელმწიფომ მას არ მისცეს შეღავათები განვითარებისთვის?

იცით, მალტაში ტურიზმის განვითარებისთვის რა მოიგონეს? - გადასახადები არ აიღეს საერთოდ. ოღონდ ერთი პირობა იყო - ევროპული დონის ხელფასები აეღო თანამშრომლებს. ხალხი გამდიდრდა, განვითარდა სასტუმროები და სახელმწიფომ მერე აიღო გადასახადები. ჩვენ რას ვაკეთებთ? პირდაპირი კოპირება რომ ავიღოთ სხვა ქვყნის საგადასახადო სისტემის, ეგეც გვესირცხვილება, უნდათ, რომ ჩვენი ქართული შევურიოთ. „ვოლვოს“ რომ „ჟიგულის“ საჭე დავუყენოთ იტრიალებს? - არა, რა თქმა უნდა“, - თქვა ჭყონიამ.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ბევრი კუთხით, ქვეყანაში არასწორ გადასახადებთან ერთად არასწორი იდეოლოგია არსებობს.

„ჩვენთან ხშირად საუბრობენ, რომ სოფლის მეურნეობა არ ვითარდება. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ის ტრადიციული, ამაყი გლეხი აღარ არის. მაგარი გლეხები იყვნენ, მშრომელები, გმირები. ეს არის ის კატეგორია და კულტურა, რომელიც ახლგაზრდა თაობამ დაივიწყა, იმიტომ რომ გადაწყვიტა ქალაქში ჩამოვიდეს და მერე სოფელში ჩავიდეს „სტილნად“. ესეც არასწორი იდეოლოგიის და არასწორი გადასახადების ბრალია. როგორ შეიძლება გადასახადები იყოს თანაბარი მთელ ქვეყანაში?“, - განაცხადა ჭყონიამ.