"დროებით შეჩერდეს საპენსიო შენატანების განხორციელება", - ეს რჩევა საქართველოს მთავრობას უკვე ორმა სოლიდურმა ორგანიზაციამ მისცა. ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ია, რომელმაც კორონავირუსის და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. უფრო ადრე და იგივე რეკომენდაციით გამოვიდა საქართველოს ექს-პრემიერ ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებული Reformatics-ი. საკონსულტაციო კომპანიის გათვლებით, საპენსიო შენატანების 12 თვით შეჩერება დასაქმებულებს ამ კრიზისულ ვითარებაში 400 მილიონ ლარს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტს 200 მილიონ ლარს დაუზოგავს. შენატანების შეჩერების ინიციატივით და სურვილის შემთხვევაში, ფონდის საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნევის ინიციატივით გამოდის პარტია „ევროპული საქართველოც“.
საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, Bm.ge-მ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრებაც მოისმინა.
"საპენსიო ფონდი თავისი იდეოლოგიით არის კეთილი სიბერის შესაქმნელად. თუ ამ ფილოსოფიას გავყვებით და დღეს კორონავირუსი არსებობს, შეიძლება კეთილ სიბერეს ვერ მოვესწროთ. აქედან გამომდინარე, რისთვის ვაგროვებთ ფულს? - არავისთვის. ამიტომ ეს უნდა შეჩერდეს. ვფიქრობ, საპენსიო ფონდის უფრო კარგი პროგრამა უნდა დაიდოს. ეს პროგრამა მე არ მომწონს. რატომ? - საპენსიო ფონდის მთელი მუღამი და დანიშნულება არის, რომ შეგროვდეს რაღაც ფული, რომელიც იმუშავებს შენი შენატანის გასაორმაგებლად და გასასამმაგებლად, თორემ სულ რომ იმის შიში გაქვს, სად არის ჩემი ფულიო, არ გირჩევნია, შენ თვითონ შეიტანო ანგარიშზე და უყურო მაინც რამდენი შეგიგროვდა?! საპენსიო ფონდი უცხოეთში რომ იქმნება, ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ შევიდნენ და ჩვენ სურვილი არ გვაქვს. რასაც ვიხდით ფონდში, ძალდატანებითია", - ამბობს ბიზნესმენი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის