მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: საქართველოში ბიზნესი ძალიან მყარი და ვაჟკაცურია

5e0b42779a156
თელარა გელანტია
02.01.20 00:01
4257
„საქართველოში ბიზნესი ძალიან მყარი და ვაჟკაცურია”, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია კერძო სექტორს 2019 წლის შეჯამებისას.

„საქართველოში ბიზნესი ძალიან მყარი და ვაჟკაცურია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ბიზნესი არ გვიდგას გვერდში პოლიტიკურ რაღაცეებშიო, მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა ბიზნესმენების ხელობა არაა - როდესაც ბიზნესმენი პოლიტიკაში მიდის, პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ბიზნესმენია და რა უნდა პოლიტიკაშიო და როდესაც უჭირთ რაღაცა, მაშინ იძახიან, სად არიანო ბიზნესმენები”, - აღნიშნა მან bm.ge-ისთან საუბრისას.
 
თემურ ჭყონიას შეფასებით, 2019 წელი პოლიტიკურად დატვირთული იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ბიზნესის განწყობებზე მოქმედებს, გასული წელი კარგი იყო იმ კუთხით, რომ ბიზნესისთვის არავის ეცალა და ბიზნესი დამოუკიდებლად ვითარდებოდა.

„2019 წელი ძირითადად იყო პოლიტიკურად დატვირთული. ორი მომენტი იყო - პოლიტიკური და მლიქვნელური. აქედან გამომდინარე, ბიზნესისთვის ყველაზე კარგი წელი იყო, რადგან ბიზნესისთვის არავის ეცალა და კერძო სექტორი ვითარდებოდა თავისთავად. ამ ვითარებაში ბიზნესმა აჩვენა, რომ დამოუკიდებლად განვითარება შეუძლია... პოლიტიკური სიტუაცია, რა თქმა უნდა, მოქმედებს განწყობაზე, მაგრამ ბიზნესის შემაფერხებელი არაა, ვინაიდან ჩვენი ბიზნესი პროფესიონალურ დონეზეა და მთელმა საქართველომ მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს და შრომობენ, მიუხედავად ბევრი დაბროკოლებისა“, - განაცხადა ჭყონიამ, თუმცა დასძინა, რომ გასული წლის განმავლობაში შემოღებული რეგულაციები ბიუჯეტისთვის „ცუდი იყო“.