მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: სახელმწიფო კმაყოფილია - პირადად ჩემთვის, ეს არის კატასტროფა

5f7347ea9fcd7
თათია ჩაფიჩაძე
30.09.20 09:45
1622
თემურ ჭყონიას განცხადებით, ბიზნესის და სახელმწიფოს ხედვა ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება, რაც მათ შორის უთანხმოების საფუძველია. ბიზნესმენი bm.ge-ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა არა - კომუნიკაციას, არამედ ერთობლივი ანალიზის არარსებობას უკავშირდება. ამ ჭრილში ჭყონიამ მაგალითად სებ-ის სავალუტო ინტერვენციები მოიყვანა - „ეროვნული ბანკის ინტერვენციები ალბათ რაღაცაზე მოქმედებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვგრძნობთ”, - ამბობს ის.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელს წარმოუდგენლად მიაჩნია ქვეყნის განვითარება იმ ფონზე, როცა ბიზნესთან შეთანხმება არ არსებობს.

„შესაძლოა, ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს უფრო მეტი მონაცემები აქვს და კმაყოფილია თავისი შემოქმედებით. ასევე, შესაძლოა, რომ არა ეს ინტერვენციები უფრო უარეს დღეში ჩავვარდნილიყავით, მაგრამ ეს უარესი რა არის, ესეც არ ვიცით. პრობლემა არის შემდეგი, რომ სახელმწიფო კმაყოფილია - პირადად ჩემთვის, ეს არის კატასტროფა. ჩვენი ბიზნეს ხედვა, რეალობიდან გამომდინარე, განსხვავდება სახელმწიფო სტრუქტურების ხედვისგან. განსხვავებული ხედვა კი, ჩემი აზრით, იმიტომ არსებობს, რომ არ ხდება ერთობლივი ანალიზი, ხანდახან ლაპარაკობენ, რომ პრობლემაა კომუნიკაცია, სიტყვა „კომუნიკაცია“ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ანალიზი - სად არის გამოსავალი და სად შეიძლება ამის პოვნა; როდესაც საუბრობენ პრობლემაზე, ამ პრობლემაში უნდა იყოს ჩართული ყველა ადამიანი, ვისაც ანალიზის უნარი გააჩნია. დღეს ეს არ არის, უამრავი ადამიანია, რომელიც არ არის სახელმწიფო სტრუქტურაში, მაგრამ შეუძლია სწორი დასკვნის გაკეთება, რჩევის მიცემა, რომ დღევანდელი სიტუაცია იყოს სტაბილური და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებადი. დღეს არაპროგნოზირებადია, ვინ უნდა მითხრას რომ პროგნოზირდება ჩვენი ეკონომიკა? თუ მსგავს რამეს ვინმე მეტყვის, ის ან მლიქვნელია ან სუბიექტური დამოკიდებულება აქვს”, - ამბობს თემურ ჭყონია.