12.მაისი .2020 10:15

თემურ ჭყონია შეზღუდვების მოხსნაზე: ვისაც დაცული აქვს წესები, დღესვე უნდა გაიხსნას

views 550
უკან

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, ის ბიზნესები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ, უკვე უნდა გაიხსნას.

"როცა პროფესიონალები ამბობენ, რომ რაღაც უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ, მაგრამ მეორე მომენტია, ვისაც დაცული აქვს, ის რატომ უნდა ელოდებოდეს იმ რეგულაციებს, ანუ მათ, რომელთაც არ აქვთ გათვლილი, როდის დაიცავენ დადგენილ წესებს.

ვისაც უკვე დაცული აქვს ეს ნორმები, დღეს უნდა გაიხსნას, ვისაც არ აქვს დაცული, მიბაძოს მას, ვინც დისციპლინირებული და მაგარია. ეს არის მთავარი, დანარჩენი გასაგებია, რომ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც საქართველოშია და მერწმუნეთ, ეს რეგულაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც რაც არის, იმასაც ემთხვევა. ჩვენ არ ვართ ამ მხრივ ორიგინალურები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებული ჩამორჩენილს უნდა ელოდოს", - მიიჩნევს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ეკონომიკის გახსნის მომდევნო ეტაპი ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა