მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: თუ მსახიობი და მოჭიდავე მიდის პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენი წავიდეს?

5f53970d9d26f
თელარა გელანტია
05.09.20 18:00
4217
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს პარლამენტში კიდევ უფრო მეტი ეკონომისტი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან გადაცემა "საქმიანი დილის" რუბრიკა #BMGDRIVE-ში პოლიტიკურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რა დროსაც ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლის თემასაც გამოეხმაურა.

„ხანდახან ამბობენ, ბიზნესმენს რა უნდა პოლიტიკაშიო... თუ მსახიობი და მოჭიდავე მიდის პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენი იყოს პარლამენტში?! რა პრობლემაა?! რატომაა ეს დისკომფორტი? - პირიქით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს გაცილებით მეტი ეკონომისტი სჭირდება პარლამენტში, რომ სწორი კანონები დაიწეროს და რამდენიმე იურისტი. მორჩა.“, - აცხადებს თემურ ჭყონია.