ნატახტარში მდებარე Coca-Cola-ს ახალი ქარხნის პირველი ოფიციალური სტუმარი სიმბოლურად ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იყო. ქარხანაში გამართულ ტურს თანამშრომლებთან ერთად კომპანიის პრეზიდენტი თემურ ჭყონია ხელმძღვანელობდა, რომელმაც ელჩს წარმოების სრული პროცესი დაათვალიერებინა.
ქარხანაში გამართული ტურის შემდეგ ელჩმა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს Coca-Cola-ს საქართველოს ბაზარზე არსებობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა რომ ქართული კომპანიების თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან სულ უფრო მეტად განვითარდება.
„შესანიშნავი ტური გვქონდა ახალი ქარხნის შენობაში. ბატონმა თემურმა მოგვიყვა როგორ შემოვიდა საქართველოში მისი დახმარებით ამერიკის სიმბოლოლური ბრენდი Coca-Cola და როგორ განვითარდა დღემდე. ახალი სიმძლავრეების დახმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა წარმოება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ბაზარზე მოთხოვნა დიდია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამერიკული ბრენდი აქ იწარმოება, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმ შესაძლებლობებისა, რომ ამერიკული ბიზნესი განვითარდეს საქართველოში და ამ ბაზარზე გაიზარდოს.“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
Coca-Cola-ს ახალი ქარხანა სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც აისახება როგორც წარმოების ციკლზე, ისე არსებულ ლაბორატორიაზე, თანამშრომლების კვალიფიკაციასა და მართვის სისტემაზე. კომპანიის პრეზიდენტის თემურ ჭყონიას ინფორმაციით, ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ წარმოების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ სექტემბერში პირობითად გაყიდული ყუთის რაოდენობა 3 მლნ-ით განისაზღვრა.
„ჩვენ ვართ ორი უდიდესი ბრენდის მეგობრები საქართელოში, ეს არის Coca-Cola და Mcdonalds, რომელიც ნებისმიერი ამერიკელის და ქართველისთვის სიმბოლოა თავისუფლების, ხარისხის და სამართლიანი ბიზნესის წარმოების. ამ პათოსით არის აშშ-ის ელჩი ჩვენთან, რაც ძალიან სამაყოა. თვითონ გამოხატა სურვილი დაეთვალიერებინა ქარხანა და წარმოუდგენლად გაკვირვებული დარჩა, რომ შესაძლებელია თურმე საქართველოში არსებობდეს ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება თავისი ხარისხიანი თანამშრომლობით და მართვის სისტემით. ეს არის ის სტანდარტები, რაც უნდა იყოს დანერგილი საქართველოს ნებისმიერ წარმოებაში და მზად ვართ ნებისმიერი ადამიანის მიღებისთვის, რომ ავუხსნათ ჩვენ რას ვაკეთებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სწორი ბიზნესის წარმოება როგორ ხდება და რა არის ბიზნესის დატვირთვა.“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, ნატახტარში მდებარე “კოკა-კოლას” ქარხანა ექსპლუატაციაში სულ ცოტა ხნის წინ შევიდა. ქარხანა საწარმოო და სასაწყობო შენობებისგან, ლაბორატორიისა და სხვა ტექნიკური ფართებისგან შედგება. ქარხანაში წარმოდგენილია მუზეუმიც, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 22 მილიონი ევროა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა