31.მაისი .2020 19:30

თემურ ჭყონიას რჩევა კახა კალაძეს

views 3163
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია "Forbes კვირასთან" ინტერვიუში კახა კალაძის მიღწევებზე საუბრობს და განმარტავს, რატომ არის მისი აზრით, დედაქალაქის მერი მოქმედ სახელისუფლებო გუნდში გამორჩეული ფიგურა.

"კალაძე რატომ გამოვარჩიე? - კალაძე მთელი თავისი ცხოვრება 6 საათზე დგებოდა და წარმოუდგენელი შრომით მუშაობდა, რომ მიეღწია და მოეგო ევროპის თასი. კალაძეს აქვს არაჩვეულებრივი ბეგრაუნდი, რაც იშვიათია", - აღნიშნა მან და აქვე, თბილისის მერს, ასევე მის კოლეგებს, რომლებიც მუნიციპალურ საკითხებზე მუშაობენ, გარკვული რჩევები მისცა.

"მათ ზეპირად უნდა იცოდნენ თითოეული ბიზნესის ღირებულება დროში. გადაწყვეტილების მიღება მათ უნდა სიამოვნებდეთ, რადგან ამ გადაწყვეტილების შემდეგ თბილისში შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ეს არ უნდა იყოს მათთვის ტვირთი, ეს სიამოვნება უნდა იყოს, რაც ამ ბიუროკრატიულ თემებში ნაკლებად ჩანს.

მაგალითად, თვითმმართველობის თემა რა არის? - ძირითადად, კორონავირუსის მართვის დროს გუბერნატორები სოფლებში დადიოდნენ, ამ დროს იმ სოფლებს თავისი გამგებლები, მდივნები, საკრებულოები ჰყავთ, მაგრამ ეს უფროსი რომ უნდა ჩავიდეს ყველგან და მან გადაამოწმოს და ადგილობრივს არ ენდოს, ეს არის საბჭოური მენტალიტეტი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა