მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდენციები და მოლოდინები უძრავი ქონების ბაზარზე

6149efdf3376f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 19:15
1405
Covid-19 პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარს საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა. შეზღუდვების პირველ ეტაპზე სექტორი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დღეისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს ვუბრუნდებით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ინარჩუნებს საცხოვრებლის ფასებზე, მყიდველის ქცევასა და ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე. “იორკ თაუერსის” პროგნოზები უძრავი ქონების ბაზრის მომავლის შესახებ 2021 წლის ბოლომდე და 2022 დასაწყისისთვის შემდეგია:

1. საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის აქტუალობა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე პროგნოზირებისას, ძირითადი ტრენდი, რომელიც კვლავაც აქტუალურია, არის მყიდველისათვის ქონების შეძენის აუცილებლობის შეგრძნება. რაც ერთის მხრივ გამოწვეულია პანდემიის შედეგად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილით, თუმცა ძირითადად ახლახან გამოცხადებული საქართველოს მთავრობის მომდევნო პროგრამით, რომელიც ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკური სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.

როგორც კომპანია “იორკ თაუერსის” დირექტორმა ამრ ალაბვაზმა Forbes-ს განუცხადა, გასული წლის ანალოგიური პროგრამის გავლენის შეჯამებისას, სუბსიდირებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საცხოვრებელ ბაზარზე, მოახდინა იპოთეკური სესხების გაცემისა და შესაბამისად, გაყიდვების სტიმულირება. 2020 წლის განმავლობაში იპოთეკური პორტფელი 12.1% -ით გაიზარდა, მუდმივი ვალუტის პირობებში, რაც თითქმის მთლიანად განპირობებულია იპოთეკური სესხების პროგრამით ეროვნულ ვალუტაში. 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით სუბსიდირებული იპოთეკური სესხები ახალი ემისიების დაახლოებით ნახევარს შეადგენდა. 2020 წლის მეორე ნახევარში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გარიგებების საერთო ღირებულებაში იპოთეკური სესხების წილმა 50% -ს გადააჭარბა, თუმცა სუბსიდირების პროგრამის სწრაფად (3 თვეში) დასრულებამ უძრავი ქონების ბაზრის შემდგომ აღდენას საფრთხე შეუქმნა, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის შეფერხების შემთხვევაში. “იორკ თაუერსში” აცხადენდნენ, რომ იპოთეკური სუბსიდირების პროგრამის გადატვირთვა გახდებოდა საჭირო და, შესაბამისად სავარაუდოც.

შესაბამისად, წინა წლის პროგრამის ეფექტების გათვალისწინებით, წელსაც სესხების სუბსიდირება მყიდველთა მხრიდან ქონების შესყიდვის აქტუალობის ზრდაზე აუცილებლად იმოქმედებს.

როგორც “იორკ თაუერსის” გაყიდვების გუნდში ამბობენ, ინტერესისა და იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნების ზრდა გასული წლის ბოლოს მათთანაც დაფიქსირდა, მათი პროგნოზით იგივე მოლოდინები აქვთ ახლაც, განსაკუთრებით ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე ბათუმში, ალ მარეზე, რომელიც მრავალფუნქციური პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია და ზღვის პირველ ზონაში მდებარეობს, ახალ ბულვართან ახლოს. პროექტში გათვალისწინებულია აპარტამენტები 23 კვ.მ – დან 113 კვ.მ – მდე, შესაბამისად, ის ადვილად დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას დიდი ზომის ბინებზე მრავალშვილიანი ოჯახებისათვის.

2. იზრდება მოთხოვნა კერძო სახლებზე

დღესდღეობით, მეტად აქტუალური გახდა გარემოსდაცვითი პრობლემები და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაზეც ყურადღება პანდემიის შედეგად გამახვილდა. მოქალაქეები ეძებენ მწვანე შენობებს, შესყიდვისას ითვალისწინებენ ენერგოეფექტურობისა და რესურსების დაზოგვის პირობებს.

მოთხოვნა გაიზარდა იზოლირებულ საცხოვრებლებზე ქალაქგარეთ, მწვანე ფართებითა და ეზოებით. შედეგად, კომპანიები რეაგირებას ახდენენ მზარდ მოთხოვნაზე უფრო მწვანე პროექტების შეთავაზებით.

იორკ თაუერსის ლისის და ტაბახმელას ახალი პროექტები კერძო სახლების ეკო მეგობრული და დაცული დასახლებებია, რომლებიც თანამედროვე ურბანიზაციის დაბალი ინტენსივობის განვითარების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტები ასევე ითვალისწინებს პარკებს, სპორტულ მოედნებს, ბავშვთა გასართობ მოედნებს და სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. ეს უნიკალური ლოკაციები და ლანდშაფტი ოჯახებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს.

ცხადია, მდგრადი განვითარების პრაქტიკა საქართველოში სტაბილურად უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და „იორკ თაუერსის“ მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონება უფრო და უფრო მეტ მწვანე და ეკოლოგიურ ელემენტებს აერთიანებს.

3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ქონების ღირებულებას ზრდის

ასევე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ტრენდია ქონების ღირებულების ზრდა ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც თავისთავად დადებითი შედეგის მომტანია, როგორც ფინანსური ისე კლიმატზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

„იორკ თაუერსი“ ამჟამად ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და გეგმავს საკუთარი საცხოვრებელი ქონება „უფრო ჭკვიანი“ გახადოს.

4. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები კვლავაც ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას

მესამე კვარტალში საცხოვრებელი ფართების საშუალო ფასი 2020 წელთან შედარებით 12.2% -ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის მონაცემებს 2.7% -ით გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარში დენომინირებული საშუალო გასაყიდი ფასები ახალ და ძველ ბინებზე, განსაკუთრებით წლიურ ჭრილში. 2021 წლის ივლისში ახალი ბინების გაყიდვების საშუალო შეწონილმა ფასმა 2019 წლის მონაცემს 1.5%-ით გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ძველი ბინების გაყიდვების საშუალო შეწონილმა ფასმა 685 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (+7.5% 2019-თან შედარებით).

2021 წლის ბოლომდე ინფლაციური ზეწოლისა და სუბსიდირების პროგრამის ხელშეწყობით გაყიდვების მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, ფასების დამატებით ზრდა მოსალოდნელია.

თუმცა როგორც „იორკ თაუერსში“ აცხადებენ, სავალუტო რყევებისა და საბაზრო ფასების ზრდის ტენდენციის მიუხედავად, კომპანია ფასებს სტაბილურად ინარჩუნებს.
(R)