ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტის მოადგილე გიორგი კაჭარავა bm.ge-სთან პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, გიორგი გახარიასთან ბიზნესსაბჭომ რამდენიმე საკითხი დააყენა დღის წესრიგში.
მისი თქმით, პირველი პრობლემური საკითხი ეხებოდა ფარმაცევტული კომპანიების მიერ 2022 წლიდან GMP სტანდარებზე გადასვლას. გიორგი კაჭარავას შეფასებით, ამ სტანდარტზე გადასასვლელად დღეს არც მთავრობა და არც ადგილობრივი ბიზნესი მზად არ არის. მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად, ადგილობრივი კომპანიები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რადგან მაღალი სტანდარტები იმპოორტიორებს არ მოეთხოვებათ.
“თუ რომელიმე მწარმოებელი დაანახებს მთავრობას, რომ მზად არის ახალი სტანდარტების დასანერგად, ამ პროცესში ხელი არ შეუშალონ და არ შეუჩერონ წარმოება, რადგან ამ სტანდარტზე გადასვლას 3-4 წელი მაინც სჭირდება და ვისაც დაწყებული აქვს, უბრალოდ ბოლომდე მიაყვანინონ”,- განცხადა გიორგი კაჭარავამ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის შედგენაში კერძო სექტორის ჩართულობას უკავშირდებოდა. გიორგი კაჭარავას თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა შესყიდვის დოკუმენტაციის მომზადებისას საჯარო სექტორის მოხელეს უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ შესაბამისი მოთხოვნები ჩადოს ტენდერში, რის გამოც საბოლოოდ ხდება უხარისხო სერვისისა დაა მომსახურების შესყიდვა და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალდება.
“მხოლოდ საჯარო მოხელეების მხრიდან არ უნდა განისაზღვროს ტენდერის პირობები, მით უმეტეს, როცა მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ”,- აცხადებს გიორგი კაჭარვა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი შეეხებოდა ენერგეტიკის სფეროში უფრო მეტ გამჭვირვალობასა და თამაშის ნათელ წესებს, რამენადაც ინვესტორებმა ზუსტად იცოდნენ, რისი მოლოდინი უდა ჰქონდეთ.
“აუცილებელია, ეს შეხვედრა არ დარჩეს მხოლოდ შეხვედრად და თითოეულ საკითხს მოჰყვეს გაგრძელება, თითოეულ საკითხზე შეიქმნას ჯგუფები, თუნადც მინისტრის მოადგილეების დონეზე, რომლებიც იმსჯელებენ აღნიშნულ თემებზე, ამის კოორდინაცია კი ბიზნესომბუდსმენის აპარატმა მოახდინოს”,- აცხადებს გიორგი კაჭარავა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი