12.თებერვალი.2019 21:20
ეკონომიკა

„ტენდერებში მხოლოდ ფასი არ უნდა იყოს გადამწყვეტი“

„ტენდერებში მხოლოდ ფასი არ უნდა იყოს გადამწყვეტი“
სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანების ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტენდერებში გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ შეთავაზებული დაბალი ფასი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რადგან არის პროექტები, რომელიც შემდგომში უხარისხოდ შესრულდა.

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელ პაატა ტრაპაიძეს მაგალითად კონკრეტული პროექტი მოჰყავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ პოზიტიურ ნაბიჯს დგამს, ჯერ კიდევ სისტემა შედეგზე ორიენტირებული არ არის.

“მაგალითად ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ნაწილი. შეგიძლიათ გაიაროთ მანქანით და თქვენ თვითინ შეაფასეთ რამდენად ტალღოვანია დღეს, რომელიც გახსნილია სულ რაღაც 4 წელია. ფასი არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გადამწყვეტი. დღეს შეიძლება ეს ბოლომდე ასე არ არის, მაგრამ ერთ-ერთი უფრო გადამწყვეტი ფასია. მე არავის არ ვაბრალებ არაფერს, ეს არის გამოუცდელობის ბრალი?! ტენდერის მართვა არ ნიშნავს, რომ ტენდერი გავატენდეროთ მარტო. ტენდერის მართვა ნიშნავს, დაწყებული სწორი კონტრაქტორის შერჩევას და სწორი რეზულტატის ორიენტირებას“, - აცხადებს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე.

„სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ ბევრი პოზიტიური შედეგი მოგვიტანა, თუმცა შემდგომი ნაბიჯია გადასადგმელი, სადაც უკვე კონკრეტულად ფასი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი და ყურადღება მიექცევა ისეთ საკითხს, როგორიც არის გრძელვადიანობა. ფაქტიურად, ჩვენ ინვეტიციებს, რომელსაც ვახორციელებთ გადასახადის გადამხდელები, მინდა ვიცოდე თუ რა გარანტიები გვაქვს მომავალში, ამავდროულად, გვინდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება ჩვენი ფული, ვინ ვითარდება ამით - ადგილობრივი ბიზნესი თუ სხვა კომპანიები“, - განმარტავს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარიშვილი.

კიდევ ერთი პობლემური საკითხი, რასაც ქართული კომპანიები აწყდებიან, დონორების დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობას უკავშირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი კომპანიები საერთაშორისო ორგანზიაციების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ტენდერების მიღმა რჩებიან. გამოსავალს ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გამოცდილებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში ხედავს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

24.აპრილი.2019 21:10
47

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:43
86

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:19
164

TBC ბანკის ეკონომისტი: თუ დაკრედიტების ზრდა 10%-ს ჩამოსცდა, სებ-ი რეგულაციებს ალბათ გადახედავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:35
105

სებ-ი საბანკო რეგულაციების ეფექტზე: „მონაცემების დინამიკა მოლოდინებთან სრულად შესაბამისია“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
73

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:40
457

"ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის შემოტანა 50 გადამზიდი კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს"

ვრცლად