16.მარტი .2020 19:47

თენგიზ ცერცვაძე: 14 პირის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან გვიან ღამით მივიღებთ

views 779
უკან

ინფექციური საავადმყოფოოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გუშინდელი დღის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და საქართველოში ვირუსით 33 პაციენტია დაავადებული.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 33 ინფიცირებული პირიდან 28 წევს ინფექციურ საავადმყოფიში, 3 - საჩხერის საავადმყოფოში, დანარჩენი 2 კი - სხვა კლინიკებში.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, 14 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან და არაა გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

„ანალიზის პასუხებს დღეს გვიან ღამით ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. როგორც ცნობილია, ის 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა