06.ოქტომბერი .2020 01:10

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ პოსტის დატოვებას გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა - VIDEO

views 1499
უკან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე tv "პირველის" გადაცემა "პირველ ხაზთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, განცხადებაც დაწერა, მაგრამ გადაიფიქრა.

საქმე იმაშია, რომ თენგიზ ცერცვაძის მიერ პოსტის დატოვების თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, მაგრამ ოფიციალურად არ დადასტურდა. მედია წერდა, რომ ინფექციურის დირექტორს პოსტის დატოვება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადააფიქრებინა.

"პირველ ხაზთან" ინტერვიუში თენგიზ ცერცვაძე გახარიასთან შეხვედრებს ადასტურებს, მაგრამ ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არ შეუცვლია.

"მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო ამაზე (იგულისხმება თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შეცვლა), რომ მდომოდა, მაშინვე გავაკეთებდი... მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები. ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრება და არაა იშვიათი, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ სჯობს, გადადგეს. რატომ - ამას არ დავაზუსტებ, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევცვალე გადაწყვეტილება - შევცვალე, რადგან ჩავთვალე, რომ ახლა როდესაც შემთხვევების მატებაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინფიცირების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რადგან მე კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ", - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე ირწმუნება, რომ მთავრობის წევრებთან დაპირისპირება არ აქვს და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ამასთან კავშირში არ იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა