27.ივლისი .2020 15:16

თენგიზ ცერცვაძე: ამ ზაფხულს შეგიძლიათ უსაფრთხოდ, შეუზღუდავად დაისვენოთ

views 4742
უკან

შეგიძლიათ უსაფრთხოდ, შეუზღუდავად დაისვენოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ BMG-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ისინი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ იგრძნობენ და ზაფხულის გატარება აქტიური
დასვენებისთვის შეუზღუდავია. შეგიძლიათ უსაფრთხოდ წახვიდეთ ყველგან, მთის და ზღვის კურორტებზე. სხვა საქმეა, რომ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რომელიც არსებობს - პირბადის ტარება, დისტანცია, ხელების ჰიგიენა.

ერთადერთი შეზღუდვა არის ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს რეგულაციები უნდა შეასრულონ როგორც სასტუმროების მეპატრონეებმა, ისე სამარშურტო ტაქსების მფლობელებმა და ა.შ. ასევე, საჭიროა, ზღვაზე შეზლონგების დეზინფექცია",  - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.