მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე: „მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა, საქმე გვაქვს პირველი ტალღის კუდებთან“

5f512cb1ab829
თამთა ჯიჯავაძე
03.09.20 21:47
1457
მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა, საქმე გვაქვს პირველი ტალღის კუდებთან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრად განსაზღვრა იმისა, თუ როდის დამთავრდა პირველი ტალღა და როდის დაიწყო მეორე , ძნელია.

„შეიძლება პირველი გადავიდეს მეორეში ისე, რომ არ იყოს წყვეტა...ჩემი პოზიცია ასეთია, მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა, საქმე გვაქვს პირველი ტალღის კუდებთან. ასე დავარქვათ. პირველი ტალღა არ დასრულებულა ჯერ მსოფლიოში. მეორე ტალღის დეკლარირება რომ მოვახდინოთ, უნდა ვთქვათ რომ პირველი ტალღა დასრულდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თავად სიტყვას, ეს იქნება პირველი თუ მეორე ტალღა, – „თუ ჩვენთან იქნება ცოტა რაოდენობა, სულერთია ის იქნება პირველი თუ მეორე ტალღა. პრობლემები ერთნაირი გვექნება და რეაგირება ერთნაირი უნდა გვქონდეს“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 1 279 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.