მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე: პირველ 10 დღეში ვაქცინაცია ჩავარდა

606d7fcd2d8f4
ინგა მურუსიძე
07.04.21 13:50
884
"ვაქცინაციის თვალსაზრისით, პირველ 10 დღეში იყო ჩავარდნა, სულ 1000 კაცი აიცრა, რაც არაფერია", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს რწმენა, რომ თუკი მოსახლეობის 1% აიცრება, ვაქცინაციის პროცესი დაიძრება.

„ჩვენი სამიზნე არის წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ახლა სამიზნე არის მოზრდილი მოსახლეობის 1%-ის აცრა, ეს კი 28 ათასი ადამიანია. რატომღაც ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, რომ თუ 1%-იან ზღვარს გადავლახავთ, ე.ი. მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია. მე ასე მგონია, რომ 1%-ს თუ გადავცდით, მერე წავალთ ჩქარა. ჯერ ისევ გულის დაწყვეტაა, ხალხი კვლავ არ აქტიურობს, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის: ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 207 მოქალაქეა აცრილი.