მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე: "მოსახლეობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინისკენ შემობრუნდა"

606d8844e788c
ინგა მურუსიძე
07.04.21 14:27
891
ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "მოსახლეობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინისკენ შემობრუნდა".

თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ვაქცინაციისთვის ხელშემწყობ ნაბიჯად პრეზიდენტის და ჯანდაცვის მინისტრის აცრა დაასახელა. მისი თქმით, ასევე ბოლო 2 კვირაში სწორედ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 12 ქვეყნის მეთაური აიცრა.

„ზუსტად არ ვიცი, თუმცა მგონი, ჯერჯერობით, „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე მარაგი კვლავ არის, ხოლო „ასტრაზენეკას“ საკმარისზე მეტი დოზა გვაქვს. მინდა პოზიტიურად აღვნიშნო, რომ თანდათანობით მცირდება ჭირვეული ბავშვის მსგავსი  მოთხოვნა, რომ აუცილებლად „ფაიზერი“ უნდოდათ და არა - „ასტრაზენეკა“.

დარწმუნდა ხალხი, რომ „ფაიზერი“ არ სჯობს „ასტრაზენეკას“, პირიქით, ხანდაზმულებში მას უფრო კარგი ეფექტი აქვს, რადგან ბოლო კვლევით სწორედ „ასტრაზენეკა“ იძლევა 100%-იან შედეგს მძიმე შემთხვევებში სასიკვდილო ფორმებისგან დასაცავად, მაშინ როცა „ფაიზერმა“ მხოლოდ 94% უჩვენა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის: ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 43 200 დოზა ვაქცინიდან ამ დროისთვის საკმაოდ მცირეა ათვისებული. გარდა ამისა, საქართველოში უკვე არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც 29 500 დოზა შემოვიდა და არსებული ინფორმაციით, დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია.

საქართველოში ჩამოვიდა ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაც, თუმცა მისი გამოყენება ჯერ არ ხდება.