მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში „რემდესივირის“ ჩამოტანის სავარაუდო თარიღს ასახელებს

5fac050831e04
თელარა გელანტია
11.11.20 19:36
1059
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოში „რემდესივირი“ 2 კვირაში შემოიტანონ. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„მთელი მსოფლიო ახლა „რემდესივირზეა“ დაგეშილი და იმხელა მოთხოვნაა, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჯერ ვერ მოვახერხეთ ჩამოტანა, მაგრამ გვაიმედებენ, რომ ორ კვირაში იქნება... „რემდესივირის“ საქართველოში შემოტანის შემდეგ, ექიმებს პანდემიასთან საბრძოლველად, სავარუდოდ, კიდევ ერთი იარაღი მოგვეცემა“, - აღნიშნა ინფექციურის დირექტორმა.

„რემდესივირი“ საქართველოში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში უნდა შემოვიდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო კვლევებში, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდების დასადგენად მიმდინარეობს.

ცნობისთვის: ოქტომბრის დასაწყისში ფარმაცევტულმა კომპანია Gilead Sciences-მა განაცხადა, რომ ის თანახმაა, ევროპას მიჰყიდოს 500 000 დოზა "რემდესივირი", რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ. მაშინ Reuters-ი წერდა, რომ ევროპის კონტიტენტი ცდილობს აღნიშნული პრეპარატის დასაწყობებას, ვინაიდან სწორედ "რემდესივირია" ერთ-ერთი იმ ორ პრეპარატს შორის, რომელსაც კორონავირუსზე სამკურნალოდ იყენებენ. Gilead Sciences-სა და ევროპას შორის შეთანხმება ითვალისწინებს მომდევნო ექვსი თვის მანძილზე 37 ქვეყნისთვის პრეპარატის მიწოდებას. მათ შორის არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ბრიტანეთი, ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.