ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურის დირექტორის აზრით, “ალბათ, ჩვენი სახელმწიფო უკეთესად მუშაობს, ვიდრე - ისრაელი”.
ეს განცხადება მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა და ისრაელის უახლესი ეპიდსიტუაცია და ვაქცინაცია მიმოიხილა.
“ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ახლა ამბობენ, რომ ორი მესამედი აცრილია ისრაელში, თან „ფაიზერის“ ვაქცინით, სავარაუდოდ,ყველაზე უკეთესით. თქვენც ნახეთ, ინტერნეტში... მეც აქ მაქვს დოკუმენტები... ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე ქვევით არ ჩამოდის. მაგალითად, გუშინ 5000 ახალი შემთხვევა იყო. ისრაელი ჩვენზე ორჯერ დიდია, ჩვენ 4 მილიონი ვართ, ისრაელი 9 მილიონია; ჩვენ გვაქვს სამასი შემთხვევა ახალი, ხან – 100, ხან – 200, 400-ზე მეტი - არა და ისრაელს აქვს 4000-5000 შემთხვევა.
ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა, ცერცვაძე ვაქცინის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს? - არა. მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი ვაქცინასთან წყვილში. მაშინ დამარცხდება პანდემია. ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას და მედიკამენტით მოვახდენთ ყველას განკურნებას. მხოლოდ მანამდე ეპიდსამსახურებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ისევე თავგანწირვით და მონდომებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.
მე ვიტყვი ამას და შემომედაოს ვინც უნდა – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს, ალბათ, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, რადგან მათ [ისრაელს] ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ახალი შემთხვევა აქვთ. არ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი ჩვენი, არ უნდა გვქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდია და უცხოეთში კარგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი