07.აპრილი .2020 19:00

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწრაფი ტესტირებებით მიაღწია ჩვენზე უკეთეს შედეგს? - არა

views 4028
უკან

სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, ევროპის ქვეყნებსაც, გარდაცვალებაც ჩვენზე მეტი აქვთ და ავადმყოფიც ჩვენზე მეტი ჰყავთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე ან ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის პრაქტიკა. ნახეთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწრაფი ტესტირებებით მიაღწია ჩვენზე უკეთეს შედეგს? - არა. სომხეთი და აზერბაჯანი კიდევ რას აკეთებს, ღმერთმა იცის.

ამ ქვეყნებსაც, ევროპის ქვეყნებსაც, გარდაცვალებაც ჩვენზე მეტი აქვთ, ავადმყოფიც ჩვენზე მეტი ჰყავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრ ტესტირებაში არ არის საქმე, საქმე არის სწორად დაგეგმილ ტესტირებაში და იმაში, რომ ტესტირება ჩაუტარო იმას, ვისთანაც ეს ეფექტურია და საჭირო, და არა ხალხის მოსაჩვენებლად მოაწყო მასობრივი ტესტირება, რომელსაც მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს მცირე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მიღებულია ახალი ალგორითმი და ყველა ნახავს მის სიკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა