მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

5fc25f0ce28d1
BM.GE
28.11.20 18:29
961
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა – ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

“ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა”,– ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მოგვიანებით, მისი მდგომარეობა დამძიმდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.