21.ივლისი .2021 12:16

თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის დაწყების დაგვიანებას მოსახლეობას აბრალებს

თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის დაწყების დაგვიანებას მოსახლეობას აბრალებს
views 1220
უკან

„იცით, რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? დეკემბერსა და იანვარში ქვეყანას ჩინური ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ მოსახლეობამ უარი თქვა“, - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარ არხთან“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „დიდი დაგვიანებით“ დაიწყო, რასაც თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აბრალებს.

„ვაქცინაციის პროცესი დაიწყო დიდი დაგვიანებით, შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის იმ მოცულობის, რაც უნდა იყოს, მაგრამ ორ რამეს გეტყვით — ახლა ყველანაირი შესაძლებლობა გახსნილია, ყველა ტიპის საუკეთესო ვაქცინები არის შეუზღუდავი რაოდენობით და ვაქცინების სერვისის მიმწოდებელი სამსახურები არის მაქსიმალური.

არა მგონია, სხვა ქვეყნებს ამდენი ჰქონდეს. დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაცია შეგვიძლია. იცით, რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? დეკემბერსა და იანვარში შესაძლებლობა ჰქონდა ქვეყანას, რომ შემოეტანა ჩინური ვაქცინები - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, მაშინ მოსახლეობამ უარი თქვა...“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა