მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე: ხელისუფლების მისამართით ერთადერთი საყვედური მაქვს

61438992040bc
თამთა ჯიჯავაძე
16.09.21 22:11
1592
მე პირადად ჯარიმების ჩამოწერის მომხრე არ ვარ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასიც ის ხელისუფლებას საყვედურობს, ეს იყო ის, რომ აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო.

„ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც და ყველას, ჩვენს საზოგადოებასაც, ჩვენს თავს, ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ბერკეტები მის ხელშია, აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო გამოყენებული სათანადოდ. მე ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ გიორგი გახარიას ხისტი სტილი შეცვალა ლიბერალური სტილით, ის სწორი იყო. ის ვერ გააგრძელებდა გახარიას სტილს, რადგან ეკონომიკა მოკვდებოდა, მან მოხსნა ლოქდაუნი, შეზღუდვები რესტორნებში, მაღაზიებში და სხვა. მაგრამ დარჩა რეგულაციები პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ამის აღსრულებაზე კი კონტროლი არ იყო მკაცრი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 24 ივნისს საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერათ - შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.