07.მარტი .2020 21:01

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება

views 682
უკან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება.

როგორც თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა.

„ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. დღეს ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობა - 50 პაციენტი წევს. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა და უარყოფითია. ასე, რომ 18 პაციენტი უახლოეს პერიოდში დატოვებს კლინიკას და წავლენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში. დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში გვაქვს 11. ამ პაციენტებიდან ორი დაინფიცირდა ირანში, დანარჩენი - იტალიაში, ხოლო ბოლო ორი პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად. მდგომარეობა ერთი პაციენტის არის საშუალო სიმძიმის, მას აქვს ორმხრივი სერიოზული პლევმონია და უტარდება სერიოზული მკურნალობა. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, ჩვენი სიფხიზლე და ყურადღება გამართლდა, ეს პაციენტი მართლაც საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას, თუმცა, ამ პაციენტს არ აქვს ის ნიშნები და ორგანოთა ფუნქციის მხრივ ის დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლება. მის სიცოცხლეს ამჟამად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად მძიმე შემთხვევისა, ვიმედოვნებ, რომ ეს პაციენტი განიკურნება”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ipn.ge