მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარაკეტო სისტემების მოდერნიზებაში საქართველო Rafael-ს $12 მილიონს გადაუხდის - ებრაული მედია

5f7c19d48e452
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.20 12:05
2360
სექტემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ისრაელის სახელმწიფო კომპანია Rafael-ს შორის სარაკეტო სისტემის მოდერნიზაციას და სამხედრო პერსონალის გადამზადებაზე გაფორმდა ხელშეკრულება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

“ჩვენ მომავალ წელს მივიღებთ აბსოლუტურად განახლებულ საჰაერო შეიარაღებას,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ებრაული სამხედრო გამოცემის - Israel Defence-ის თანახმად, ხელშეკრულების მოცულობა, დაახლოებით, $12 მილიონი დოლარი იქნება.

თავად კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფძნებული სახელმწიფო კომპანიაა; 2018 წელს მისმა გაყიდვებმა $2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 45% ექსპორტს წარმოადგენდა.

2021 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა არის დაგეგმილი. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სამინისტროს ბიუჯეტი  95 მილიონი ლარით, 900 მილიონ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.

მათ შორის 45 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე იზრდება ბიუჯეტის კოდი (29 10), რომელსაც “საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარება” ეწოდება. პროგრამული კოდი 29 08, რომელსაც “თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ეწოდება 70 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 28.4 მილიონი ლარით მეტია.