მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 16 785 აქტიური შემთხვევა – 16 ნოემბრის სტატისტიკა

5fb2c1dc8286c
თამთა ჯიჯავაძე
16.11.20 23:50
834
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 16 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 16 785 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 157 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 65 291-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 733-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 16 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 735 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 315 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 658 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 062 190 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.