03.თებერვალი .2023 17:20

თეონა სტურუა FIFA-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა

თეონა სტურუა FIFA-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა
views 566
უკან

ქართველი მსაჯი, თეონა სტურუა, FIFA-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. სტურუა ფიფას 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც უფლებას აძლევს საერთაშორისო შეხვედრებში იმსაჯოს. 

თეონა სტურუა ფეხბურთს ქუთაისის მართვეს შემადგენლობაში თამაშობდა, არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი. 

თეონამ სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან, მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი მთავარი მსაჯი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა