2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებისთვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. საქართველოს ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის სტატისტიკით, 2019 წელს ინსპექტირება რეგისტრირებული ავტომობილების 57.9%-მა გაიარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 36.9% იყო, ხოლო 2021 წელს 46.22%.
ტექინსპექტირების დაბალ მაჩვენებელს ბიზნესი რეფორმის აღსრულებაში არსებული ხარვეზებით ხსნის. კომპანია "გრინვეის" დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება, თუმცა ამის პარალელურად ავტომობილები სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას მაინც თავს არიდებენ.
ებიტაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 7%-იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
“იმ ავტოპორტფელის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და რაც გადაადგილდება ყოველდღიურად ქუჩებში, ტექინსპექტირებაზე მომართვიანობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, ჩვენი ფინანსური მდგრადობა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უკეთესი მოლოდინი გვქონდა და გვაქვს. რეფორმის განხორციელებაზე ზედმეტია საუბარი წარმატებული ბიზნესის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესმა იფუნქციონიროს წარმატებულად და ბიზნეს მოდელები იყოს გამართული, ფინანსურად მდგრადი ბიზნესსუბიექტები გვყავდეს ქვეყანაში. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს რეფორმის წარმატებულ განხორციელებას”-ამბობს კომპანია გრინვეის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი.
ცნობისთვის, ტექინსპექტირების ცენტრებმა პრემიერს მიმართეს. წერილი, რომელიც ტექინსპექტირების კომპანიებმა პრემიერის სახელზე გააგზავნეს, გადაეგზავნა როგორც ეკონომიკის მინისტრს ისე შინაგან საქმეთა მინისტრს.
კომპანიები სავალდებულო ინსპექტირების რეფორმის აღსრულების გააქტიურებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ინსპექტირების მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირებას თავს არიდებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ