მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა ტექნიკური დათვალიერების საფასურზე მაღალი უნდა იყოს”- მაია ბითაძე

6238abc9351b1
ანუკა ჯოხაძე
22.03.22 10:00
2484
კერძო სექტორი აცხადებს, რომ ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, რადგან არ ხდება კანონის აღსრულება. გზებზე კამერები ხშირად გამორთულია, რის გამოც ჯარიმების გამოწერა არ ხდება, აღსრულების მექანიზმს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლიერებს.

აღნიშნული პრობლემები გასულ კვირას პარლამენტში ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემაც გააჟღერა.

როგორც ბითაძე BM.GE-თან ამბობს, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება. მისი თქმით, გაზაფხულზე დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმის ზრდა მოხდება და ის ბევრად უფრო მაღალი იქნება ვიდრე ტექინსპექტირების საფასურია.

“ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც გააკონტროლებს ტექნიკური ინსპექტირების საკითხებს. პირველ რიგში ეს იქნება ჯარიმის ოდენობის ეფექტიანობა და მეორე სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების უფრო ეფექტიანი გამოყენება. ვგულისხმობს, კამერების მიერ დაფიქსირება ვის აქვს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი და ვის არა. ახლა მიმდინარეობს მუშაობა თუ რა ფორმით შევთავაზებთ საკანონმდებლო ორგანოს განხილვისთვის ცვლილებებს. ამას ჩვენ გაზაფხულზე უკვე გავარკვევთ. აქ მთავარი ის არის რომ ჯარიმა უნდა იყოს იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ღირს ტექნიკური დათვალიერება.”-აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.