მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექინსპექტირების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია - კლება 68%-ია

5fce42d8bb1d4
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.20 19:30
892
მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში პირველადი ტექინსპექტირება 456 655 ავტომობილმა გაიარა - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან მიაწოდეს.

აღნიშნული მაჩვენებელი 2019 სრული წლის მონაცემს 68%-ით ჩამორჩება. შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ტექინსპექტირება 1 398 434 ავტომობილმა გაიარა.

2020 წლის 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) სტატისტიკა ასე გამოიყურება:

პირველადი ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა სულ 456 655 ავტომობილს, მათ შორის გამართულია 276 120 ერთეული. დახარვეზებული ავტომობილებიდან გაუმართავია - 179 298 ერთეული, გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 237 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლიდან სავალდებულოა ყველა ტიპის ავტომობილისთვის. რაც შეეხება ტექინსპექტირების ღირებულებას მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 60 ლარია, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.