მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექინსპექტირების რეფორმა გაიჭედა - გელა კვაშილავა

61a1df4eb91ea
ელენე გოგბერაშვილი
27.11.21 11:45
5175
ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა გაიჭედა - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა #BMGDRIVE-ში აცხადებს. 

ის თვლის, რომ იმ ავტოსატრანპორტო საშუალებას, რომელიც ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის, სხვა ისპექტირების ცენტრში მისვლის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქოდეს და ეს პროცესი ერთიანი ელექტრონული სისტემით უნდა გაკონტროლდეს. კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, ექსპერტის განმარტებით, არის ის მოდელი, რომელიც აჩენს შესაძლებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი თვის განმავლობაში ინსპექტირება უფასოდ გაიაროს.

"ეს რეფორმა ახლა გაიჭედა, რადგან გამოჩნდა, რომ როცა რეფორმა დაიწყო ვიდეორეგისტრატორების ერთიანი სისტემა უნდა ყოფილიყო.  როცა ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაიწუნებენ, მე არ უნდა მქონდეს საშუალება სხვაგან მივიდე. ცენტრებმა ეს უნდა ნახონ.

მეორე მთავრი პრობლემა: მე თუ ერთხელ მივედი ინსპექტირების ცენტრში, მეორეჯერ შემოწმება არის უფასო ერთი თვის განმავლობაში, თქვენ წარმოიდგინეთ ფასი (ინსპექტორების გავლის) არის 60 ლარი, როცა ავტომანქანა მოწმდება 8 კატეგორიაზე და ფაქტობრივად 2 კატეგორიის თანხას იხდი. თუ 60 ლარს არ იხდი და ერთი თვე თუ მოხდა შენი დაჯარიმება, შეგიძლია 50 ლარი გადაიხადო და ეს ჯარიმა არ იზრდება... არ შეიძლება ჯარიმა იყოს ნაკლები, ვიდრე ინსპექტირების საფასურია"-განმარტავს კვაშილავა.

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ავტომობილების ტექნიკური გამართულობა დღეს საბაზისო დონეზეც არ მოწმდება. კვაშილავას ბალკანეთის ქვეყნების მაგალითიც მოჰყავს და აცხადებს, რომ ავტომობილების ტექნიკური გამართულობა შესაბამისი მობილური ჯგუფების მხრიდან, ქუჩაშიც უნდა მოწმდებოდეს.