მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტექნიკა და ტანსაცმელი გაყიდვებით ერთმანეთს მიუახლოვდა“- Tnet მალე MYShop.ge-ს დაამატებს

62cb0feb8802f
BM.GE
11.07.22 09:40
1027
„თინეთი“ (Tnet) თიბისი ჯგუფის წევრი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას აერთიანებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.

Tnet-ის გენერალური დირექტორი „ფორბს კვირასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე თვეში ტანსაცმლისა და აქსესუარების მიმართულების დამატებას გეგმავენ, რადგან ბაზარზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ტანსაცმლის ელექტრონული ვაჭრობა გაზრდილია.

„სექტემბერში გვექნება ტანსაცმელის და აქსესუარების ცალკე მიმართულება, რომელსაც MYShop.ge ერქმევა. რატომ? იმიტომ, რომ ტრენდია მსოფლიოში. თითქმის მიუახლოვდა ტექნიკა და ტანსაცმელი გაყიდვებით ერთმანეთს. გამოწერები ტანსაცმლის საკმაოდ მაღალია თურქეთის მაგალითზე, ასევე არის ევროპაშიც. ცოტა ნაკლებია, მაგრამ ტრენდი ევროპაშიც და ამერიკაშიც აღმავალია, ამიტომ ტანსაცმლის მიმართულებით გვექნება ახალი ხაზი, ახალი პლატფორმა და სექტემბერში ამას დავაანონსებთ“,-აცხადებს გიორგი ჩუმაშვილი.