მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკის პირველი მაღაზია კრიპტოგადახდის სისტემით (R)

6092ae4aeac68
BM.GE
05.05.21 19:00
2005
საქართველოში პირველად, მხოლოდ "მეგატექნიკას" ონლაინ მაღაზიაში CityPay-ის მხარდაჭერით ტექნიკის შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაც შეგიძლიათ.

ნებისმიერი კრიპტო საფულით, თქვენ შეძლებთ სწრაფად და მარტივად შეიძინოთ სასურველი ტექნიკა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან კონფიდენციალური და დაცული სისტემით..

გაინტერესებთ როგორ? უფრო მეტი სიმარტივისთვის, გთავაზობთ რამდენიმე სქრინშოტს, იმისათვის რომ კიდევ უფრო გაგიმარტივოთ ტექნიკის შეძენა Bitcoin (BTC) , Litecoin (LTC), Dash (DASH) , Z Cash (ZEC), Bitcoin Gold (BTG), Bitcoin Cash (BCH) კრიპტოვალუტებით.

მაშ ასე, შედიხართ ვებგვერდზე www.megatechnica.ge, ირჩევთ სასურველ პროდუქტს, მაგალითად, Iphone 12 -ს და აჭერთ ღილაკს „იყიდე კრიპტოვალუტით“.

ყიდვის გასაგრძელებლად დაგჭირდებათ საიტზე მარტივი რეგისტრაცია, სახელი-გვარის, ტელეფონის ნომრის, იმეილის, პირადი ნომრის და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.



წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ ისევ დააჭირეთ ყიდვის ღილაკს, დაადასტურეთ მიწოდების მისამართი და „იყიდე კრიპტოვალუტით“ ღილაკზე დაჭერით თქვენ გადახვალთ სითიფეის დაცულ საგადახადო არხზე, სადაც სასურველი ვალუტის (პროდუქტის ღირებულების ექვივალენტი, შერჩეული საუკეთესო კურსით) მითითებით და თქვენი კრიპტო საფულით QR კოდის სკანირებით მომენტალურად შეძლებთ ტექნიკის შეძენას.

წარმატებული გადახდის შემდგომ კი "მეგატექნიკის" კურიერი მეორე სამუშაო დღესვე მოგიტანთ შენაძენს უფასოდ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს ეკონომიური ტარიფი, რომელიც თქვენთვის ტექნიკის შეძენამდე იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ "მეგატექნიკა" 25 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, იგი წარმოდგენილია 20-მდე ფილიალით და 100-მდე პარტნიორი მაღაზიით, ხოლო www.megatechnica.ge-ონლაინ მაღაზიით შესაძლებელია ტექნიკის შეძენა მთელი საქართველოს მაშტაბით.

"მეგატექნიკას" ონლაინ მაღაზია კი ძალიან მოქნილია გადახდის მეთოდებში. ტექნიკის შეძენა შესაძლებელია:

 უნაღდო ანგარიშსწორებით - ქართული ნებისმიერი საბანკო ბარათის მონაცემების მითითებით
 ინვოისით ჩარიცხვით - ნებისმიერი ბანკიდან ან ჩასარიცხი აპარატიდან
 TBC ერთგული ქულებით - ონლაინ მაღაზიაში შესაძლებელია ერთგული ქულების როგორც დაგროვება, ასევე გახარჯვა.
 Plus ქულებით - პლუს ქულების დაგროვება და დახარჯვა შესაძლებელია როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ
 ნაღდი ანგარიშსწორებით - ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ფილიალებში
 საბანკო განვადებით - შესაძლებელია თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და კრედო ბანკის ონლაინ განვადებით სარგებლობა. მოქმედებს 3 თვემდე საშეღავათო პერიოდი.
 და ახლა უკვე კრიპტოვალუტითაც