04.სექტემბერი .2019 17:34

“ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის შემოყვანაზე“

views 280
უკან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ერთ-ერთი კოლეჯის შემოყვანის მიმართულებით მუშაობს,- ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც კონცეფცია შემუშავდება, პროექტს სამინისტრო დააფინანსებს.

“ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის შემოყვანაზე, საუბარია ჯიხაისში პროფესიული კოლეჯის მიმართულებით. ეს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ჩასატარებელი სამუშაოა და როგორც კი ეს სამუშაო დასრულდება, სამინისტრო მზად არის, რომ ეს პროექტი დააფინანსოს.
ამერიკელებთან ერთად მარალი ხარისხის კოლეჯის შექმნა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესშია, ამიტომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მის განხორციელებას ყველა მიმართულებით“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა