10.ოქტომბერი.2018 14:10
საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ხიდების და გვირაბების ტესტირების ლაბორატორია მოეწყობა

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ხიდების და გვირაბების ტესტირების ლაბორატორია მოეწყობა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2018 წლის ივლისში დაწყებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (GTU) ხიდების და გვირაბების კვლევისა და ტესტირების აკადემიური ცენტრისა და კვლევის ლაბორატორიის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება.

“უნიკალური ლაბორატორია მოეწყობა. აქ იქნება ხიდებისა და გვირაბების შესწავლისთვის სრული აღჭურვილობა და მოეწყობა შესაბამისი სივრცე. სივრცის მოწყობა უკვე მალე დასრულდება და 2019-ში უკვე აღჭურვა მოხდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაჩნდება საერთაშორისო დონის ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას და ზოგადად სამშენებლო ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დღეს მსგავსი კვლევები საქართველოში ვერ ტარდება. “ეს ძალიან მნშვნელოვანია, მითუმეტეს იმ გამოწვევების წინაშე რაც ჩვენ გავქვს ასეთი ლაბორატორია აუცილებელია. მაგალითად რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებისას, რომელიც ხიდებსა და გვირაბებსაც მოიცავს დღეს ასეთი შემოწმება ვერ ხდება და ამ ლაბორატორიის დახამრებით ყველა კითხვაზე რაც გვექნება და თუ იარსებებს კითხვები პასუხები გვეცოდინება.”- ამბობს ძნელაძე.
ხიდების და გვირაბების კვლევისა და ტესტირების აკადემიური ცენტრისა და კვლევის ლაბორატორიის რეაბილიტაცია აზიის განვითარების ბანკის დონორობით მიმდინარეობს.

21.ივნისი.2019 00:15
135

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
168

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
241

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
285

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
262

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
651

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად