მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექნო ბუმი" აზერბაიჯანსა და სომხეთში გაყიდვებს გააქტიურებს - ანზორ ქოქოლაძე

5e2fdefe8f0b2
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.20 10:15
1165
„ტექნო ბუმი“ აზერბაიჯანსა და სომხეთში გაყიდვებს გააქტიურებს“, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ  2020 წლის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შეემცირებინათ რეგულაციებისა და ვალუტის გაუფასურების გავლენა, კომპანიამ გასულ წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში დაიწყო გაყიდვები.

"ვცდილობთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურებას, ასევე, სომხეთ-ზერბაიჯანის მიმართულებით ვცდილობთ გავზარდოთ გაყიდვები. აზერბაიჯანსა და სომხეთში გაყიდვები 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ და ჩვენს გაყიდვებში ამას მნიშვნელოვანი წილი ჯერ არ უკავია. წელს ეს მიმართულება უფრო გააქტიურდება. ჩვენი გაყიდვების რა წილს დაიჭერს ეს ბაზარი, ჯერ არ არის გამოკვეთილი, ამის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, 2020 წლის ბოლოს გვექნება. იმიტომ რომ, ბაზარზე შეღწევა მარტივი არ არის და რიგი საკითხების გადაჭრასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა „ტექნო ბუმის“ დირექტორმა.

კომპანიის გეგმებზე საუბრისას, ანზორ ქოქოლაძე აღნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება არის მუდმივი და განახლებადი პროცესი.

„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ მომხმარებლისთვის საინტერესო წინადადებები შევთავაზოთ, მომწოდებლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. კურსის გაუფასურების მიუხედავად, შევინარჩუნეთ პროდუქციაზე ფასები და შევძელით კიდევ უფრო დაბალი ფასები შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთბის და ვფიქრობთ, რომ ეს გამოგვივიდა“, - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.